დავით ნარმანია: არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად

თბილისის მერი, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მას. სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტის კითხვაზე.

“მერია არის დიდი უწყება და რაში სჭირდება ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად, ეს არის მერიის დისკრეციული უფლება,”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ მრჩევლების რაოდენობაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

“არანაირი კადრების დამატება არ ხდება მერიაში, რაიონული გამგეობების სტრუქტურა შევცვალეთ. გარდა ამისა, მრჩევლები, რომლებიც სხვადასხვა სასმახურში იყვნენ გაფანტული, მათ ერთ უწყებაში თბილისის მერთან მოვუყარეთ და მერს ეყოლება,” – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ეს არის საზოგადოების დაცინვა