დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.
“წყლის დიდი მოცულობის გამო დაზიანდა საკანალიზაციო სისტემის გარეკვეული ნაწილი. ეს ეხება როგორც სვანიძის ქუჩის ზემოთ, ბაგებიდან ჩამომავალ კოლექტორს, ისე თვითონ “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კოლექტორს. ვიდრე ამ ტერიტორიების შეკეთება არ მოხდება და საყდრენი კედლები არ გამაგრდება, მანამდე ეს არის დროებითი ღონისძიება. თუმცა, მერიის მხრიდან რაიმე სახის მითითებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი პასუხიმგებელი სამსახურები ვალდებულნი არიან რომ ის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში აღადგინონ. ვალდებულება საკანალიზაციო ქსელის აღდგენაზე, ისე როგორც წყალსადენზე, რა თქმა უნდა, აქვს კერძო კომპანია GWP-ს”, – განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი ამ დრომდე მდინარე ვერეში ჩაედინება.

banner
წინა სტატიაშიერევნის დემონსტრაციის დაშლა (ფოტოკოლაჟი)
შემდეგი სტატიაჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალი მიმდინარეობს