დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარება ზუგდიდში

nona-arasamtavroboქ. ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო- ზემოსვანეთის რეგიონის ოფისში ფონდმა „ აფხაზეთმა „ გამართა შეხვედრა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამის წარმომადგენლებთან. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარება.
მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, რომლებთაც მუდმივ რეჟიმში აქვთ ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან , მიიტანენ აღნიშნულ  ინფორმაციას დევნილ მოსახლეობამდე. ეფექტურად განხორციელებული წარმოდგენილი პროექტი კი ნიშნავს რამოდენიმე დასაქმებულ ოჯახს, რომლებთაც გაუჩნდებათ მუდმივი შემოსავალი.

banner
წინა სტატიაში“სოკარის” ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიააღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ