„გუშინ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ სავალუტო ჯიხურებში“

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით არასაიმედო იყო და საბოტაჟის ნიშნებს შეიცავდა.

როგორც „პირველ პრესკლუბში“ დუნდუამ განაცხადა, ეროვნული ბანკიs პრეზიდენტის ამჟამინდელი განცხადებები და ქმედებები სრულიად განსხვავებულია იმ ქმედებებისგან, რასაც ის გასულ წლებში ახორციელებდა, რაც ექსპერტის შეფასებით, საბოტაჟის მცდელობაა.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ არსებობს საფუძველი ლარის კურსის დასტაბილურების, თუმცა ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ პროცესებს ხელს უშლის.
„გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიოდა და გააკეთა ძალიან ცუდი განცხადება, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ ტაბლოზე. მან გააკეთა აბსოლუტურად არადამაიმედებელი, ძალიან საბოტაჟური განცხადება, ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ეროვნული ბანკის საუბარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პერიოდში, როდესაც დამაიმედებელი ეკონომიკური მაჩვენებლებია, უმჯობესდება მთელი რიგი პარამეტრები ზაფხულის პერიოდში და არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს ლარის დესტაბილიზაციისთვის, მხოლოდ ასეთი ფსიქოლოგიური, საინფორმაციო ფაქტორებით ახერხებს ეროვნული  ბანკი კურსის გაფუჭებას“, – განაცხადა დუნდუამ
ამასთან, ექსერტის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციული ბანკებისთვის წმინდა დავალიანების ზრდა, რაც მისი შეფასებით, ზიანს აყენებს როგორც ეკონომიკას ასევე, ვალუტის კურსს.
„უკვე რამდენი თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. წმინდა დავალიანების ზომაგადასული ზრდით კომერციული ბანკების მიმართ, ზიანს აყენებს ეკონომიკისაც და ლარის სავალუტო გაცვლით კურსს. დღეისთვის, 571 მილიონი ლარია წმინდა დავალიანება კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის მიმართ, გუშინ 160 მილიონი ლარის ერთდღიანი სესხი გასცა, მაშინ,  როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სულ რაღაც 50 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. თუ შევხედავთ წინა წლებში მის მიერ გატარებულ პოლიტიკას რადიკალური განსხვავებაა, რაც აშკარა საბოტაჟის ნიშნებს აჩენს“, – განაცხადა დუნდუამ.
banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი სერგო ჩიხლაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაოდესის სასამართლომ გეი აღლუმები აკრძალა