გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიციას თავად ჩაბარდა

გურჯანიის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას არ დაუჭერია, თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს – ამის შესახებ დაკავებული დიმა ხაჩიაშვილის მეუღლემ, თინათინ აბაშიძემ დღეს განაცხადა.
როგორც თინათინ აბაშიძემ აღნიშნა, გუშინ დილით, მისი თანდასწრებით დიმა ხაჩიაშვილმა თავად დაურეკა მეორე განყოფილების უფროსს.
მისივე თქმით, ზარიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ხაჩიაშვილი წაიყვანეს.
პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან 3 თებერვალს პატიმარი გაეპარა. ხაჩიაშვილი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ხაჩიაშვილი სოფელ ველისციხიდან არის. მას ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
შემდეგი სტატიაშსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდა