გრემისხევიდან ერთი ქართველი გაიტაცეს

გრემისხევის თემიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. 42 წლის გია სოლაშვილი სოფელ ქარქუსაანში სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებარეობს.

სოლაშვილი ამ დრომდე არ დაკავშირებია ოჯახის წევრებს. ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

იმის გამო, რომ სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება სოლაშვილების ოჯახი ვერც გარდაცვლილის დაკრძალვას ახერხებს.

როგორც ადგილობრივი რწმუნებული განმარტავს, ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: 26 მაისს ამერიკელი ჯარისკაცები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილი