ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

ჩვენ გვსურს, რომ რუსეთთან გვქონდეს მეგობრული და კარგი მეზობლური ურთიერთობა, მაგრამ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ გადაწყდება, იქამდე ეს ურთიერთობები იქნება გაურკვევლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც გუშინ ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაულ “აფხაზეთობის” აღნიშვნას დაესწრო.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
“ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, გვსურს, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული, მეზობლური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, იქამდე ჩვენი ურთიერთობები იქნება ასეთ გაურკვევლობაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინსიტრმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობასაც მიმართა და მათ წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს ყოფილი მინისტრი ლამბერსექსუალი მამაკაცის იმიჯში
შემდეგი სტატიაგრემისხევიდან ერთი ქართველი გაიტაცეს