გიორგი ხელაია: ვაგრძელებ მუშაობას ჩემს თანამდებობაზე

თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია უარყოფს გავრცელებულ ხმებს მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. ხელაია დღეს ქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებოდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი მალე ახლად შექმნილ ცენტრს უხელმძღვანელებს და შესაბამისად, ვიცე-მერის პოსტს დატოვებს.

„აბსოლუტური დეზინფორმაციაა. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს გავუწბილე იმედები და ვაგრძელებ მუშობას ჩემს თანამდებობაზე. გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე არ მიმიღია და ვასრულებ დაკისრებულ ფუნქციებს,” – ამბობს ხელაია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხელაიასა და ალექსანდრე მარგიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, თუმცა თბილისის მერიაში აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამთავრობამ ხალხს ანგარიში ჩააბაროს –ზურაბ ჭიაბერაშვილი