გიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა

გიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა.

 გიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა. "თაიმერი" უცვლელად გთავზობთ "გიორგი ციციშვილის" წერილს, რომელიც მან საიბფორმაციო სააგენტო "თაიმერს" გამოუგზავნა.გიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა. “თაიმერი” უცვლელად გთავზობთ   “გიორგი ციციშვილის” წერილს, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” გამოუგზავნა.

უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის. ყველა იმ ადამიანს, ვინც სიმართლის გვერდზე დგას. წაყენებულ ბრალდებაში ვარ უდანაშულო. ჩემი მხარდაჭერისთვის და ღიად თავისი აზრის დაფიქსირებისთვის ადამიანები საფრთხის ქვეშ დგებიან. შესაძლებელია, მათაც ჩაუგდონ ნარკოტიკი და გამოაცხადონ კრიმინალებად. წინასწარ მინდა ვთქვა, თუ პოლიციამ ამ ხალხს დაუწყო სისხლის სამართლებლივი დევნა, მოტივი იქნება შურისძიება მათი სამართლიანი პოზიციის და ღიად აზრის დაფისქსირების გამო, რასაც პოლიციელები ღიად მეუბნებოდნენ და ასევე მემუქრებოდნენ საპატიმროშიც ბრალის დამძიმებით, რაც მრავალი წელია საქართველოში გამოძიების ჩვეული სტილია და “დაუწერელი ნორმაა”.
ჩემს წინააღმდეგ უკანონოდ წაყენებული ბრალდების გამო, რაც არ გაიზიარა პროკურორმა, სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მივმართე მოთხოვნის უკიდურეს ფორმას. 24 დღეა ვშიმშილობ სრული ფორმით. ჩემი ჯამრთელობის ყოველდღიური გაუარესების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და ბრალმდებელს რომელმაც არა სრული გამოძიება ჩაატარა. მაგ. ვითხოვდი ხელზე ანაწმენდების აღებას როგორც ჩემზე, ასევე ჩემი უკანონოდ დამკავებელ პოლიციელებზე, რომ დადგენილიყო, ვის ჰქონდა შეხება ჩემთვის იმ დროს გაურკვეველ ნივთიერებასთან. მაგრამ გამოძიება იძულებული დარჩა დაყრდნობოდა მხოლოდ დაინტერესებული მხარის სიტყვებს, ხოლო სხვა მოქმედებებით უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა ჩემი უდანაშაულობა.
ვშიმშილობ უვადოდ, სანამ არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ რომ ვარ უდანაშაულო. ჩემი ეს მოთხოვნა პროტესტი სრულად მაქვს გააზრებული და ვაცნობიერებ, რომ შესაძლებელია მოყვეს უმძიმესი შედეგი, სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია სამართლიანობა, რისი ვალდებულებაც ქვეყანაში გააჩნია სახელმწიფოს, რომელიც უსამართლობის და დანაშაულის თანამონაწილე ხდება, მისი სახელით მოქმედი პირების უკანონო მოქმედებების გამო. ასევე ბრალდების მხარეს მინდა მივმართო და მოუწოდო გაითვალიწინოს შექმნილი სიტუაცია და გამოკვლევა დაიწყოს იმ მტკიცებულებების რაც ძირითადი სადავო თემაა და რის გამოც ვშიმშილობ, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებაა პირველი რომელ მტკიცებულებას წარადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვუხადო ადამიანებს სამართლიანი აზრის დაფიქსირების გამო.
უდანაშაულო გიორგი ციციშვილი

banner
წინა სტატიაშიპრემიერი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია