გიორგი ცაგარეიშვილი: მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტში ხედავს მოწინააღმდეგეს და არა თანაგუნდელს

გიორგი ცაგარეიშვილი: მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტში ხედავს მოწინააღმდეგეს და არა თანაგუნდელს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში კანონმდებლების მხრიდან პირველი შეფასებები მოყვა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული გაუგებრობა დღევანდელ სხდომაზეც იგრძნობოდა.

„პრეზიდენტი გულისტკივილით აღნიშნავს იმ გაუგებრობებს, რომელიც ხშირად წარმოიქმნება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს გულისტკივილი იგრძნობოდა აშკარად. პრეზიდენტის ინტერესებს აშკარად უგულებელყოფს მმართველი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ყველაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ დააკნინოს მისი ფუნქციები და როლი. მე მათი მოქმედების ლოგიკიდან ეჭვი მეპარება, რომ რამე გაიგეს. ისინი პრეზიდენტში ხედავენ მოწინააღმდეგეს და არა თანაგუნდელს. ისინი თავისდაუნებურად ოპოზიციაში უდგებიან ადამიანს, ვისი გამარჯვებისთვისაც ერთი წლის წინ ყველაფერი გააკეთეს,“ -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სამოქალაქო სამსახურად გარდაქმნის რეფორმა აღარ გაჭიანურდება
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: პრეზიდენტის მხოლოდ ერთი ინიციატივა იყო კარგი მეორე ბუნდოვანი