გიორგი პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ყველა პოლიტიკოსი დარწმუნებულია

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნის პრესტიჟს აზიანებს.

„მინდა მოვუწოდო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც დაკავშირებულია სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებზე. შესაძლებელია კრიტიკული შეფასებები ყოფილიყო, მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინე და არცერთი სამართლებრივი შეფასება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სასამართლოს გადაწყვეტილების კორექტურობას, სისწორეს და სამართლებრივ არგუმენტაციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წმინდა პოლიტიკური სპეკულაციის საკითხია და გადაწყვეტილების სისწორეში ყველა დარწმუნებულია. ეს უშლის ხელს ქვეყნის პრესტიჟს, თუმცა, ჩვენ ვერ შევუზღუდავთ პოლიტიკოსების საუბარს, გაცილებით უფრო თავისუფალი და თამამები არიან პოლიტიკურ შეფასებებში და ამის პრევენციას ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე-გაჩნდა „ნაც მოძრაობის“ რევანშის შიში
შემდეგი სტატიაიან კელი – აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი