გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვს.

იურისტის თქმით, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, გიორგი ოქროპირიძესაც უნდა შეეხოს.

სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით სასამართლოს დაცვამ გუშინ მიმართა.

პროცესი დღეს 15 საათზეა დანიშნული.

banner
წინა სტატიაში15 თვიანი პატიმრობის დასასრული–”თაიმერის” ფოტორეპორტაჟი
შემდეგი სტატიამერაბ შათირიშვილი: დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო