გიორგი მარგველაშვილი: მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც ყველაზე მოხდენილად ჩაწერილია კონსტიტუციაში

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

ცრუ არის შეხედულება თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუცია შექმნილია თითოეული მოქალაქისთვის.
“დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა – შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანესი ისევ ის არის, რომ მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ ღირეულებების ირგვლივ, იმ ღირებულებების ირგვლივ რაც ახლა ყველაზე უფრო მოხდენილად, ლაკონურად ჩაწერილი არის ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში – კონსტიტუციაში. ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება აძლევს ძალას თითოეულ მოქალაქეს არა მხოლოდ დაიცვას თავისი უფლებები, არამედ იყოს თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის გაძლიერების. ცრუ არის შეხედულება თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი. კონსტიტუცია შექმნილია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამ დოკუმენტის სულისკვეთებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში და რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი იბადება თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქედ და განურჩევლად სტატუსისა, ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე. ამ სულისკვეთების ყოველდღიურობაში განხორციელებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე საქართველოს. ამით ვთანამონაწილეობთ იმ ერთიანობის შექმნაში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს. ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო სახალხო დოკუმენტი, რომ ჩვენ კონსტიტუციაზე ვკამათობდეთ, ჩვენ დებატებში კონსტიტუციას დავიმოწმებდეთ, ჩვენ ვფიქრობდეთ კონსტიტუციაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ ქართულმა საზოაგდოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პატივცემულმა პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუცია კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქრთველოს, როგორც სახელმწიფოს ჩაწერაში იმ ცივილიზებულ ერთა შორის, რომლებიც ცხოვრობენ და ავითარებენ სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს იყო ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის შემდეგ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარება სწორედ ამ ჭრილში და ამ ჩარჩო დოკუმენტის ირგვლივ ვითარდებოდა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 2012 წლამდე ყოლია, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა
შემდეგი სტატიაპრემიერი: ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია