გიორგი მარგველაშვილი – დავუდასტურე ჩემს კოლეგას, რომ საქართველოს არჩევანი მდგომარეობს ევროპული კურსის ურყევობაში

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

დავარწმუნე ჩემი ესტონელი კოლეგა, რომ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას, რომელიც აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევია.

“დავუდასტურე ჩემს კოლეგას, რომ საქართველოს არჩევანი მდგომარეობს ევროპული კურსის ურყევობაში, ასევე, რეგიონის თვალსაზრისით მშვიდობისა და სტაბილურობის გაღრმავებაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, გავაგრძელებთ იმ შესაძლებლობებით მუშაობას, რაც საქართველოს გააჩნია, საქართველოს კი გააჩნია ძალიან ძლიერი მექანიზმი ნატოს პაკეტის სახით, რომლის იმპლემენტაციასაც ვახორციელებთ და გააჩნია ძალიან ძლიერი მექანიზმები ევროკავშირის მიმართულებითაც. ამ მექანიზმებს 2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც უკვე იმოქმედა ევროპასთან ჩვენს სავაჭრო ბალანსზე. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, ისევე, როგორც ევროპული ორიენტაციის რეფორმები საქარათველოში. აღნიშნულის გარდა, რიგაში მიღებული გადაწყვეტილებებიც გვისახავს კონკრეტულ მიზნებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში უნდა მივაღწიოთ, მიღწევები კი ჩვენ მიგვიყვანს შემდეგ ეტაპამდე, რასაც ჰქვია ერვოკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი. მე დავარწმუნე ჩემი კოლეგა პრეზიდენტი, რომ საქართველო ამ გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს და რომელმაც საქართველოს პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ვექტორად, თუ არა უმთავრეს ვექტორად, რეალურად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასახა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი ლეონიდ თიბილოვს შეხვდა
შემდეგი სტატიაესტონეთის პრეზიდენტი – დღეისთვის, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გზაჯვარედინზე