გიორგი კანდელაკი: ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ საქართველოს პარტნიორების მისამართით ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ,“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, განაცხადა.

გიორგი კანდელაკი დიპლომატთა კლუბის წევრების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის თვალსაჩინო ტრაგიკული მაგალითი იმის, როგორ ანგრევს ივანიშვილის რეჟიმი სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით, შეცდომაში შეიყვანოს ისინი. მაგალითად გამოდგება პრემიერ–მინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. საქართველოში მან შიდა აუდიტორიისთვის გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაში, ხოლო სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაუგზავნეს არარსებული განცხადება, რომლის შინაარსიც შეიძლება შევაჯამოთ ასე, “შემოევლოს ნაციონალურ მოძრაობას ჩემი თავი”.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ქართულ ოცნებას, რომ პარტიული მიზნებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ დიპლომატიური სამსახურის ბოროტად გამოყენება შეწყვიტონ,“ – განაცხადა კანდელაკმა.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ერთდერთი უწყება, რომელსაც ქვეყნისა და დემოკრატიის გადარჩენა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოა
შემდეგი სტატია“პროკურატურაში მისვლა კიდევ მომიწევს”- ელისო კილაძის დაკითხვა დასრულდა