გივი თარგამაძე: თავდაცვის მინისტრი, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გმირების დედებს ებლატავება – ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენა შეიძლება?

დაღუპული ჯარისკაცების დედებთან თავდაცვის მინისტრ, თინათინ ხიდაშელის შეხვედრას, სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება.

“თავდაცვის მინისტრი, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გმირების დედებს ეძველბიჭება, მომიტევეთ და ებლატავება – ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენა შეიძლება? აქ ქუჩაში მუდმივი დგომით მოვხვდიო – ეგ მართალია – იდექით, მათ გვერდით იდექით, ვინც ამ დედების შვილების მკვლელობას აპრავებდა. ამჟამად კი თანაპარტიელი კოლეგა მინისტრი აპრავებს. გულისამრევია თქვენი მინისტრობაცა და თქვენი ქცევაც”,- წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შეხვდა.

“მე ვერ შეგპირდებით, რომ ახლავე კომპენსაცია დაგენიშნებათ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება. მე კანონს ვერ დავარღვევ. ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების “წყალობით” ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ”, – ასეთი პასუხი გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ქვეყნისთვის ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევს
შემდეგი სტატიამყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი დაიღუპა