გიგლა ბარამიძე : ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანების გარეშე მოვალთ

ნინო ბურჯანაძის პარტიის, “გაერთიანებული დემოკრატების”, წევრი, გიგლა ბარამიძე, „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მისი განცხადებით, ეს მხოლოდ ექსპერტების ვარაუდია, რაც სხვადასხვა უწყებებში “დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი წევრების დანიშვნით არის გამოწვეული.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მიმართავს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

„100-დან 99 გეტყვის, რომ უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ მოღვაწეობით. მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმისათვის, რომ ის, რაც თქვენ კარგი გააკეთეთ და წყალმა არ წაიღოს, კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს
შემდეგი სტატია“თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება”