გია ჟორჟოლიანი: დიდი ხანია, საჭირო იყო ასეთი მიდგომის დამკვდრება

“დიდი ხანია, საჭირო იყო ასეთი მიდგომის დამკვდრება, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა მეტი ყოფილიყო,” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გია ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჟორჟოლიანი სწორად და მისასალმებლად მიიჩნევს იმას, რომ “მეტი ანგარიშშგება სჭირდება ყველა უწყებას, მათ შორის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს”.

გია ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობამ განვითარებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შევა
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ აქვს