გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის არაფერს ცვლის.
ამის შესახებ გვარამიამ „კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა არ არსებობს.

„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება მალე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლოს სისტემისთვის. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ სასამართლო სისტემა დასრულებულია. ეს დასრულდა ზონდერ მოსამართლის ხელით. „რუსთავი 2“ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე დარჩა. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შედეგები აქვს, ხელსუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი“, – განაცხადა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლე ურთმელიძემ დღეს საკუთარი სუიციდი განახორციელა”
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძეს გადაწყვეტილება (ვიდეო)