გერმანია, უკრაინა და კანადა ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას გმობენ

    საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიც გმობენ.

    საგანგებო განცხადებები გერმანიაში, უკრაინასა და კანადაში გაკეთდა. გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან ვირტცის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმება ხელს უშლის მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას და რეგიონის ანექსიის საფრთხის უფრო მეტ საფუძველს აძლევს.

    ოფიციალური ბერლინი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

    banner
    წინა სტატიაშისაზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან
    შემდეგი სტატია“კოლმეურნეობის მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან