“კოლმეურნეობის მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისში, “კოლმეურნეობის მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი დაახლოებით 15:00 საათზე “თავისუფლების მოედნისკენ” მსვლელობას მოაწყობენ.
ამ წუთებში, “კოლმეურნეობის მოედანზე” ელოდებიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ქვემო ქართლიდან და კახეთიდან, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა. ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ლიდერი.
დავით კირკიტაძის განცხადებით, დღეს მთელი საქართველო მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
“დღევანდელი მთავრობის უსაქმურობის და უმოქმედობის გამო, რომელმაც გააღარიბა საქართველოს მოსახლეობა, არ დარჩენილა ქვეყანაში დასახლებული პუნქტი, რომელიც აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. დღეს მთელი საქართველო მოითხოვს მთავრობის გადადგომას”, – განაცხადა კირკიტაძემ.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოედანზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია, უკრაინა და კანადა ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას გმობენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აქციაზე საქართველოს, ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ