გეგი ნიჟრაძე ნიკა მელიას ბრალდებას პასუხობს

1314181262თბილისის მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გეგი ნიჟრაძე, ნიკა მელიას ბრალდებას, ერთ–ერთი აპლიკანტის “ოთახში გამოკეტვასთან” დაკავშირებით, პასუხობს და „აბუსრდულს“ უწოდებს.
გეგი ნიჟარაძე კორუფციულ სქემაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
“რაც არ გამიკეთებია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ,” – განაცხადა ნიჟარაძემ.
გეგი ნიჟარაძე აპირებს, რომ ფრაქციის სხდომაზე მისი მისამართით დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

"არ მახსენდება, რომელიმე მაღალჩინოსანს ის ეკადრებინა, რაც გეგი ნიჟარაძემ იკადრა ერთერთ აპლიკანტთან მიმართებაში. სუს-ის თანამშორმელთან ერთად გამოკეტა 3 საათის განმავლობაში ოთახში," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ, გააკეთა.  მისი თქმით, ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულება არსებობს, რომელიც საზოგადოებამ იხილა.  ნიკა მელიას აინტერესებს, რა პასუხებს გასცემს თავად გეგი ნიჟარაძე ბრალდებებს.  თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილსის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის, განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კორუფციულ სქემაშია ჩართული.

“არ მახსენდება, რომელიმე მაღალჩინოსანს ის ეკადრებინა, რაც გეგი ნიჟარაძემ იკადრა ერთერთ აპლიკანტთან მიმართებაში. სუს-ის თანამშორმელთან ერთად გამოკეტა 3 საათის განმავლობაში ოთახში,” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ გააკეთა.მისი თქმით, ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულება არსებობს, რომელიც საზოგადოებამ იხილა–აცხადებს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიმე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც რუსეთის მტერია – აცხადებს ორბანი
შემდეგი სტატიასიღარიბის სახე ანუ ცხოვრება 1 დოლარად – ფოტოები