გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა

wayaldidiobaგარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის ფოთისა და ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციას გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც უახლოესი სამი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უამინდობა, უმეტესად ნალექის სახით. ანალოგიური გაფრთხილება მუნიციპალიტეტებში მიიღეს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.

25-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავეს. ყველა უწყება სამეგრელოს რეგიონში მზადყოფნაშია.

“26-28 ივნისს სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შუალედური გაძლიერება, რომელიც შესაძლებელია გადაიზარდოს ქარიშხალში. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს. გთხოვთ ორგანიზება გაუკეთოთ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ძალებს, მზადყოფნაში იყვნენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის”-ნათქვამია სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიღებულ გამაფრთხილებელ წერილებში.

სპეციალური წერილები. რომელიც სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივ ხელისუფლებას დაეგზავნა, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს.

“გთხოვთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა არ დატოვოთ თქვენი სამუშაო ადგილები და სამოქმედო ტერიტორია”-აღნიშნულია ელექტრონულ წერილებში.

banner
წინა სტატიაში“არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, პირველ რიგში ბილეთები ჩვენმა გულშემატკივარმა უნდა მიიღოს”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაირღვა