გარდიანი: ევროპოლი ჯიჰადისტების ინტერნეტ პროპაგანდას დაბლოკავს

გარდიანი: ევროპოლი ჯიჰადისტების ინტერნეტ პროპაგანდას დაბლოკავს

1 ივლისიდან ევროპოლის ახალი განყოფილება «ისლამური სახელმწიფოს» აკაუნტებს გამოავლენს და დაბლოკავს.

გარდიანი: ევროპოლი ჯიჰადისტების ინტერნეტ პროპაგანდას დაბლოკავსინტერპოლი მიზანმიმართულ ბრძოლას იწყებს ინტერნეტში ჯიჰადისტების პროპაგანდის წინაარმდეგ. 1 ივლისიდნ მუშაობას შეუდგება ახალი ევროპული პოლიციური უწყება, რომელიც «ისლამური სახელმწიფოს» მნიშვნელოვანი ფიგურების გამოვლენით იქნება დაკავებული სოციალურ ქსელებში, რომლებიც საზღვარგარეთ ახალგაზრდების გადაბირებით არიან დაკავებულები – წერს გაზეთი «გარდიანი».
ევროპოლის ხელმძღვანელის რობ უენრაითის სიტყვებით, ახალი განყოფილება სოციალურ ქსელებთან აკაუნტების იდენთიფიცირების მიზნით ითანამშრომლებს. «აღმოჩენილი გვერდები ორ საათში წაიშლება» – თქვა მან.
ზუსტად რა ფორმატით იწარმოებს მუშაობა, უენრაითს არ განუმარტავს. ევროპილის შეფასებით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში 45-50 ათასი აკაუნტიდან 100 ათასი შეტყობინება ჩნდება, რომელიც «სლამურ სახელმწიფოს უწევს პროპაგანდას. ყველა გვერდზე თვალყურის დევნება უწყებას, მათივე თქმით, არ შეეძლება, ამიტომ ძირითადი ყურადღება მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს წამყვან ფიგურებს დაეთმობა.
ევროპოლი ტერორიზმთან ბრძოლის ინტერნეტ-განყოფილების გამოცდილებით იხელმძღვანელებს, წერს გამოცემა. მსგავსი სამსახურის შექმნის ინიციატივა ფრანგული ყოველკვირეული Charlie Hebdo-ზე თავდასმის შემდეგ გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში