“განვითარება წარმატების გზით” – რევაზ არველაძე საარჩევნო კამპანიას იწყებს

ფედერაციის მიმართ იყო არასწორი შეფასებები

“განვითარება წარმატების გზით” – ამ სლოგანით დღეიდან რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებს.

არველაძემ დღეს პროგრამა და ლოზუნგი საკუთარ მხარდამჭერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო.

“ამ პროგრამის განხორციელება რეალურია და ამის რომ არ მჯეროდეს, კანდიდატად არ დავრეგისტრირდებოდი. კარგი პერიოდებიც გვქონდა და ცუდიც. ფეხბურთში ბევრი პრობლემებია, მაგრამ არის წარმატებები. თუ მომდევნო 4 წელი ფედერაციის პრეზიდენტი ვიქნები, წარმატებები გაიზრდება. ვაცნობიერებ იმ შეცდომებს და პრობლემებს, რომელიც იყო და დღესაც არის. ჩემ ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ. მე ჩემი თავისთვის არ ვზრუნავ. ეს ყველაფერი, რაც პროგრამაშია, განხორციელებადია. განვითარების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ფეხბურთს მოაქვს სიხარული. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნული ნაკრები იყოს წარმატებული. ინდიკატორი იმისა, რომ საზოგადოებამ ფეხბურთზე იაროს, აუცილებელი წარმატება,” – ამბობს არველაძე და დასძენს, რომ “მასობრივ ფეხბურთს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ბავშვთა ფეხბურთს და ქვეყნის ჩემპიონატს. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. დღეს ჩვენ მეტი ფული და რესურსი გვჭირდება ფეხბურთის გასავითარებლად. ჩვენ უნდა მოვუტანოთ ხალხს სიხარული, რომელიც მოაქვს წარმატებას”.

ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია მერიას საკონსულტაციო მომსახურებაში გადასახდელი თანხის ოდენობის დამალვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“ირმა ინაშვილის მხრიდან ვრცელდება განცხადებები, თითქოს “ქართული ოცნება” საგარეჯოში მას უჭერს მხარს”