გამოკითხულთა 71%-ის აზრით, პარლამენტი თბილისში უნდა მდებარეობდეს

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობა არა ქუთაისში, არამედ თბილისში უნდა მდებარეობდეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა – 71% მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობა თბილისში უნდა იყოს, 20% თვლის, რომ ქუთაისში, 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 1%-ის აზრით კი, შენობა სადმე სხვაგან უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გამოკითხულთა ნახევარზე მეტიც ეთანხმება აზრს, რომ პარლამენტის შენობა თბილისში უნდა იყოს.

NDI კვლევის შედეგებს სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ წარადგენს. კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. გამოკითხულია 4 448 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი კი პლიუს-მინუს 3%-ია.

banner
წინა სტატიაშიეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს “სოკარი” გადაიხდის
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს