გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლას განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები დაესწრნენ.
როგორც “თაიმერს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად ნიუ იორკში საგანგებოდ ჩავიდნენ. გაეროს სესიაზე მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლას ქართველი სტუდენტები პირველად ესწრებიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში“ისეთ მდგომარეობაშია ფეხბურთი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელი იქნება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შინაარსს მიესალმება