ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად გარემოს დაცვის სამინისტრო რადარს შეიძენს

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის რადარს შეიძენს, – ამის შესახებ დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით თუ რას გეგმავს სამინისტრო. აგულაშვილის თქმით, ამ მიზნით მოლაპარაკებები აქვთ და კონტრაქტს აფორებენ მომავალ წელს რადარის შესაძენად. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღემდე პროგნოზირებისათვის რადარი არ გააჩნდათ და იყენებდნენ სხვადასხვა რესურსებსა და საშუალებებს.

“რადარი არ არის პანაცეა, ის ყველა კითხვაზე პასუხს არ სცემს, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ გვინდა ავაწყოთ ერთიანი სისტემა, ერთიანი მოდელი წინმწრები შეტყობინების. ამისთვის ვერეს ხეობაში უკვე ნაწილი წყლის დონის მზომები და ნალექმზომები დავამონტაჟეთ, მაგრამ კიდევ მიდის ეს პროცესი. ახლა მერიამ შეიძინა კიდევ მსგავსი აპარატურა, რომელიც გადმოგვეცემა ჩვენ და ასევე გავაგრძელებთ წინასწარი შეტყობინების მონტაჟის პროცესს”, – აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა.

გიგლა აგულაშვილის თქმით, სახელმწიფოს თანხებით, ასევე უცხოელი დონორების ფონანსური დახმარეით მსგავსი ტიპის ინსტალაციები ძალიან ბევრ ობიექტზე მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, იგივე დევდორაკზეც წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება.

“ამისთვის თანხა მობილიზებულია, გადარიცხულია და ეს პროცესი მიმდინარეობს. თითოეული შემთხვევა ინდივიდულურად უნდა განვიხილოთ, ზოგან უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ, ზოგან – ნელა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მონდომებაზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს კომუნიკაციაზე დონორებთან და ბიუჯეტში ფინანსურ რესურსებთან”, – დასძინა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: “გაზპრომთან” დაკავშირებული მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანში შეხვედრის თემა იყო გაზის ტრანზიტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაზე გადის“