ბრიუს ენდრიუსი: აშშ იყო საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც დარჩება

ამერიკის შეერთებული შტატები იყო საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ბრიუს ენდრიუსმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და ინფრასტრუქტურა იმისა, რომ გახდეს სატრანსპორტო გზა, რომელზეც ამდენი საუბარი მიმდინარეობს.
“მე მაქვს პატივი ვიმყოფებოდე საქართველოში და ვუხელმძღვანელო დელეგაციას, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში “სილქ როუდის” ფორუმზე დასასწრებად. აშშ იყო საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც დარჩება. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და ინფრასტრუქტურა იმისა, რომ გახდეს ის სატრანსპორტო გზა, რომელზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ. შესაძლებელია, რომ ეს დერეფანი აიგოს ჩინეთიდან ევროპამდე, რაც არა მარტო საქართველოს წაადგება ეკონომიკურად, არამედ მსოფლიოზე იმოქმედებს და იქონიებს გავლენას. ჩვენ, ამერიკელები ვეცდებით, რომ ჩვენი ექსპერტების და პროფესიონალების ჩამოყვანით უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ, რათა მეტი წარმატება იქნეს მიღწეული”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ბრიუს ენდრიუსმა.

banner
წინა სტატიაში“თბილისობა 2015”- ამოყირავებული ბანერი და დღის თემად ქცეული ფოტო
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: დღევანდელი ხელისუფლება მართლა ისე უნდა წავიდეს, რომ არც ერთ ხეს ფოთოლი არ ჩამოვარდეს