ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გაიხსნა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალი ბირთვული დაგეგმარების თემაზე შეხვედრით გაიხსნა, რომლის შემდეგაც ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება.
მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებული ავიათავდასხმები იქნება. მინისტერიალის ფარგლებში, დღის მეორე ნახევარში გიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, 28+1 ფორმატში.
ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს თვდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ქართველმა მინისტრებმა გუშინ ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში შეკრებილ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
დღეს კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს გამართვს თავს ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, პოლონელ და ბულგარელ კოლეგებთან. დღესვე ხელი მოეწერება საქართველოსა და პოლონეთს შორის საიდუმლოების გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას.
ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებსა და ავღანეთში გართულებულ უსაფრთხოების გარემოს განხილავენ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასასტუმრო “რედისონთან” სროლა იყო