სასჯელაღსრულების სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს.
“მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი – საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ნატო მზად არის, ყველა მისი მოკავშირე ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას
შემდეგი სტატიაბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გაიხსნა