ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები გამორთული იყო

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები, რომლებსაც შესაძლოა დაეფიქსირებინა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობა, გამორთული იყო. ინფორმაციას გაზეთი „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კამერებს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.

ბორის ნემცოვის იაროსლავის ოფისში კი უკვე დასრულდა ჩხრეკა. ნემცოვის სახლიდან უკრაინული საინფორმაციო საშუალბების ინფორმაციით, წაღებულია მასალები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ჯარის ყოფნას ადასტურებდა. რუსულ ინტერნეტსივრცეში ბორის ნემცოვის მკველელობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი, რომელსაც უკვე უწოდეს „კადიროვის საჩუქარი პუტინს“

არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნემცოვის მკვლელი ვერცხლისფერი ვაზ-21 102-ით გადაადგილდებოდა.

ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რომლის სიმაღლეც 170 – 175 სანტიმეტრია. ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის რუსეთის საგამოძიებო კომისიამ ჯილდოდ 3 მილიონი რუბლიც დააწესა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სამი წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა
შემდეგი სტატია„გარკვეული ეჭვები ჩნდება, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის“-„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მერიის კონკურსზე