ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ

ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ

ტაიამერიბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება . ადვოკატის თქმით, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მუქარები სოციალურ ქსელებში, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ ორგანოებში შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.
ადვოკატი აცხადებს, რომ მუქარა კონკრეტულად ნემცოვის მკვლელობას შეიცავდა.

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას . “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, განიხილება, თუ არა პოლიტიკური მოტივი ბორის ნემცოვის მკვლელობის ვერსიად, მან აღნიშნა, რომ ყველა ვერსია იხილება.

htტაიმერი

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელი ვიდეო კამერების ობიექტივში მოხვდა