ბიძინას ნუ დამაპირისპირებთ–ლევან ვასაძე

ბიძინას ნუ დამაპირისპირებთ–ლევან ვასაძე

52“ბიძინას ნუ დამაპირისპირებთ, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. მე ჩემი აზრი მაქვს. საგანგაშო და კატასტროფული ნამდვილად არაფერი ხდება. მე მიმაჩნია, რომ დიდი წინსვლა არ არის ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ფაქტორია, რომ ტერორი და წეწვა აღარ არის, მაგრამ ამის გამოსწორებას დრო უნდა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ “რეაქციის” პირდაპირ ეთერში.
ვასაძის თქმით, სწორედ იმიტომ აკრიტიკებს პარლამენტს, რომ ქვეყნის პრიორიტეტები და საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი სხვადასხვაა.
“ჩვენთვის სიღარიბის დასაძლევად საჭიროა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ამისთვის უნდა შემოვიღოთ გონივრული საბაჟო პროტექციონალიზმი და ა.შ. ამ დროს ჩვენი პარლამენტარები სხედან და მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბუსუსებიანი პრეზერვატივები, ჩოხაზე ვატაროთ თუ რა ხანჯლები, ჰიმნის მოსმენის დროს ქუდი მოვიხადოთ თუ არ მოვიხადოთ, მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა – ეს შემოგდებული თემებია”, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, ოჯახური ძალადობა რაღაც ნაწილში ყოველთვის იყო პრობლემა, მაგრამ მისი გაზვიადება შემოგდებული თემაა და ოჯახის დასუსტების პროგრამის ნაწილია.
“როდესაც საზოგადოება ისე გამოშტერდება თქვენი სერიალების ყურებით, რომ ქალს ხელს დაარტყამს და ბავშვს ხელს დაარტყამს, იმას მერე იურისტები და 600-ლარიანი სოცმუშაკები აღარ უშველიან. ოჯახური ძალადობის თემატიკის პედალირება არასამთავრობოებისა და მედიის მიერ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გააძლიერონ ფაშისტური იუვენალური იუსტიცია და სოცსამსახურის როლი და დაასუსტონ ოჯახები. რა თქმა უნდა, როცა ოჯახური ძალადობა ხდება, მაგრამ მისი პედალირება და პროპაგანდის როლში აყვანა და ამის შედეგად სოცმუშაკების როლის გაძლიერება არის ძალიან ცბიერი საერთაშორისო პროგრამის ნაწილი”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშირუბლზე მიბმული ,,აფსარი,, ახალი აფხაზური ფული
შემდეგი სტატიავიქნები ძალიან ცრუ და ორპირი თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება–ლევან ვასაძე