რუბლზე მიბმული ,,აფსარი,, ახალი აფხაზური ფული

currency-Abkhaziaაფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკი, სავალიუტო პოლიტიკის დუალიზმის რეალიზებას გეგმავს, რაც ქვეყანაში ორო სრულფასოვანი ფულადი ერთეულის მიმოქცევას ნიშნავს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან მიბმული. აფხაზური ნაც-ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას მიერ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ეს ფულადი ერთეულები აფსარი და რუბლი იქნება. ბარათელიას განცხადებით, თუ ამის პოლიტიკური ნება და პარლამენტის მხარდაჭერა იქნება, აფხაზური ნაციონალური ბანკი მზადაა ამ კუთხით შეუდგეს მუშაობას, რაც სამახსოვრო მონეტების მოჭრის განხორციელებას უზრუნველყოფს.
,,ჩვენ შევჩერდით მონეტებზე, რადგან ისინი უფრო დიდხანს გამძლეა… ჩვენ დავიწყებთ მონეტებით და შევხედავთ აფსარი რას მოიმოქმედებს, რა პლიუს-მინუსები ექნება, როგოგორი იქნება მისი ლიკვიდურობა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება ქაღალდის ფულზეც ვიფიქროთ… ხოლო რაც შეეხება კურსს, რომ არ მოხდეს მისი დარეგულირების აუცილებლობა და გაუძლოს სპეკულატიურ შემოტევებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აფსარი მკაცრად მივაბათ რუსულ რუბლს და კურსით 1 აფსარი მუდმივად 1 რუბლის ტოლი იქნება. ფულის მოჭრის ხარჯები კი, ნაციონალური ბანკის სმეტაში გაწერილი და ბიუჯეტში გათვალისწინებულია,, აცხადებს აფხაზური ბანკის თავმჯდომარე ბარათელია.

 

timer.ge

banner
წინა სტატიაში7 წლიანი პაუზის შემდეგ 15 თებერვალს მე- 2 არხზე გადაცემა „ აფხაზეთი“ გავა
შემდეგი სტატიაბიძინას ნუ დამაპირისპირებთ–ლევან ვასაძე