ბიუჯეტის კორექტირების მოთხოვნით მთავრობა პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება აუცილებლად მოხდება და ამ მოთხოვნით პარლამენტში მთავრობის მოთხოვნა უახლოეს დღეებში შევა.

„ბიუჯეტის შეცვლა აუცილებელი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ, სავარაუდოდ, წელს ჩვენი ეკონომიკის რეალური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული აქტივობა მთავრობის მხრიდან და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„Je suis ლარი“–გადაიხედოს ეკონომიკური გუნდი“-ლარის გაუფასურებას აქციით აპროტესტებენ
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ქართული ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება