სახელმწიფო კანცელარიასთან გვირგვინით და ტრანსფარანტებით ხელში მოქალაქეები აქციას მართავენ.
„საქართველოს ეკონომიკა საფრთხეშია,“ „გადაიხედოს ეკონომიკური გუნდი,“ „Je suis ლარი“-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მოქალაქეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს დღეს უკვე მეორე აქციაა, რომელიც ამ თემაზე იმართება. დილით მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა.