ბარაკ ობამა: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

gay1ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გამოეხმაურა და ამას “შტატების გამარჯვება უწოდა”.

“ეს ამერიკისთვის გამარჯვებაა. ის ამტკიცებს, რომ მილიონობით ამერიკელი თანასწორია და უფრო თავისუფალი გახდა”,-განაცხადა ობამამ სპეციალურ მიმართვაში.აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ის 37 შტატში იყო დაკანონებული. გადაწყვეტილება აღნიშნული ქორწინებების დასაშვებობის შესახებ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

შედეგი ორი ათეული წლის კულმინაციას წარმოადგენს. კანონი ძალაში სამ კვირაში შევა.

დღეს შტატებში 390,000 მდე ერთსქესიანთა ქორწინებაა დარეგისტრირებული. თუმცა, სხვა შტატებში მცხოვრები 700 000 წყვილი ვერ ახერხებდა ოფიციალურად ქორწინებას.

ისტორიული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელიც 5 ხმით ოთხის წინააღმდეგ იქნა მიღებული, მოსამართლე ენტონი კენედმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

gey1

«არ არსებობს იმაზე ღრმა კავშირი, ვიდრე ქორწინებაა» – დაწერა მან სასამართლოს დასკვნით ნაწილში, რომელიც მოსამართლეების უმეტესობის აზრს გამოხატავს.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენ ხანში დაიწყება ქორწინების მოწმობების გაცემა იმ შტატებში, სადაც ქორწინება არ იყო ნებადართული.
პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო. მან ვერდიქტს «ამერიკის დიდი გამარჯვება» უწოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატის მაიკ ჰაკაბის თქმით: «ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამ ბოროტულ გადაწყვეტილებაზე უარესი იქნება არის ორი თანაბარუფლებიანი ხელისუფლების შტოს –  კონგრესის და პრეზიდენტის ჩაბარება ამ უსასრულო არაკონსტიტუციური იურიდიული ტირანიის წინაშე» – განაცხადა ხაკაბმა.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში სავარაუდოდ 29 ივნისს შევა
შემდეგი სტატიასომხეთის პროტესტი – დაძაბული ღამე