ბარაკ ობამა: არ ვაპირებთ, სირია ვაქციოთ უფლებამოსილების ომად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

ბარაკ ობამამ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის კამპანია სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერის მიზნით დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს მხოლოდ კიდევ უფრო აძლიერებს.

ბარაკ ობამა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოფიციალური მოსკოვის შეფასებას, რომ ბაშარ ასადის ყველა შეიარაღებული ოპონენტი ტერორისტია.

პრეზიდენტის თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ სირიის ლიდერის სისასტიკეა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ის უნდა წავიდეს.

“კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა და რუსეთისა და ირანის მცდელობა, დაეხმარონ ასადს და დააწყნარონ მოსახლეობა, მათ მხოლოდ ჭაობში ჩააფლობს. სამწუხაროდ, ბატონმა პუტინმა თქვა, რომ ის ვერ ხედავს განსხვავებას ისლამისტებსა და ოპოზიციას შორის, რომლებსაც ასადის წასვლა სურთ და მიაჩნია, რომ ისინი ყველანი ტერორისტები არიან. ეს უბედურების რეცეპტია, რომელსაც მე უარვყოფ. არ ვაპირებთ, რომ სირია ვაქციოთ უფლებამოსილების ომად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ეს ცუდი სტრატეგია იქნება, რადგან ეს არის რუსეთის, ირანისა და ასადის ომი სირიელი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ,” – განაცხადა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი: რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ხელოვნურად უქმნიან პრობლემას
შემდეგი სტატიაბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის მოწყობის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს