ლევან კობიაშვილი: რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ხელოვნურად უქმნიან პრობლემას

რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები ხელოვნურად უქმნიან არჩევნებს პრობლემას, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დარეგისტრირებულია უკვე 18 დელეგატი, რაც ქვორუმისთვი საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება.
“ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. დარბაზში ყავთ გამოკეტილი ხალხი და არ უშვებენ. ქვორუმისთვის საჭირო ხმები უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ყრილობა მაინც ვერ იწყება”, – განაცხადა კობიშვილმა.
კობიაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდე ინნ”-თა შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო ყრილობის გაჭიანურების მიზეზები პირადად გააცნო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაში“მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს”- რევაზ არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: არ ვაპირებთ, სირია ვაქციოთ უფლებამოსილების ომად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის