ბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადო

ბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადო

ბარაკ ობამამ შვებულებაში მოსასმენი სიმღერების პლეი-ლისტი დადოSpotify-ზე ბარაკ ობამამ ორი, დღის და საღამოს საათებისთვის იმ სიმღერების პლეი-ლისტი გამოაქვეყნა, რომელსაც შვებულებაში ყოფნისას მოუსმენს. პლეი-ლისტი საიტზე თეთრი სახლის პირველი ოფიციალური პოსტი იყო.
თითოეულ მათგანში 20 სიმღერაა შესული ჰიპ-ჰოპიდან და ჯაზიდან დაწყებული, ფოლკსა და R&B-მდე დასრულებული.

ობამას დღის პლეი-ლისტში შევიდნენ ბობ მარლი (So Much Trouble in the World), ბობ დილანი (Tombstone Blues), სტივ უანდერი (Another Star), ჯასტინ თიმბერლეიკი (Pusher Love Girl), ჯგუფები Sly and the Family Stone (Hot Fun in the Summertime),Rolling Stones (Gimme Shelter), Florence + The Machine (Shake it Out) და სხვები.
საღამოს საათებში ბარაკ ობამა ბიონსეს და ფრენკ ოუშენს Superpower), ჯონ კოლტრეინს (My Favorite Things), ფრენკ სინატრას (The Best is Yet to Come), მოკ დეფს (Umi Says) და ბილი ჰოლიდეის (The Very Thought of You) მოუსმენს.

ადრე ობამამ ინ წიგნების სია გაასაჯაროვა, რომლის წაკითხვასაც აპირებს შვებულებაში ყოფნისას. პრეზიდენტის ოჯახი მასაჩუსეცის შტატის კუნძულ მარტას-ვინიარდში დაისვენებს.

banner
წინა სტატიაშივიდეო–ტრაბზონში ქართველი მეძავები დააკავეს
შემდეგი სტატიათაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორა