თბილისში, აფაქიძის #13-ში ობიექტის დემონტაჟზე 16-17 წლის ახალგაზრდაც მუშაობდა. მის საძებნელად შემთხვევის ადილზე ახლობლები მივიდნენ და ნათესავის მდგომარეობის გარკვევას ცდილობენ. ერთ-ერთ ქალბატონი აცხადებს, რომ მისი ნათესავი მე-10 კლასის მოსწავლეა და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შემთხვევის ადგილზე “ტიფლისი ბიზნეს ცენტრის” მიერ დასაქმებულების ახლობლები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ, არიან თუ არა მათი ახლობლები გარდაცვლილები.
ერთ-ერთი პირის განცხადებით, ობიექტზე ხუთი ადამიანი მუშაობდა, საიდანაც ოთხი ერთმანეთის ახლობელი და მეგობრები იყვნენ. მათი ასაკი კი, დაახლოებით 35-40 წელია.
მისივე ინფორმაციით ობიექტზე სამუშაოდ დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდნენ და სხვადასხვა ობიექტებზე ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი – საავადმყოფოში.