ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის  გახსნის ცერემონიალს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრებოდა. 

 

“გილოცავთ “ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს” დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!” – ეს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის გახსნის ცერემონიალს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრებოდა. საპატიო ლოჟაში, სადაც ქვეყნის პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები ისხდნენ, არ იმყოფებოდა პრეზიდენტი და პირველი ლედი. პრეზიდენტის არ ყოფნამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავად გააფრთხილა ორგანიზატორები, რომ ვერც ის და ვერც მისი ოჯახის წევრები გახსნის ცერემონიალს ვერ დასწრებოდნენ.

უფრო კონკრეტული მიზეზების გასარკვევად პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსთან, სოფიკო ჯაჯანაშვილთან დაკავშირება “თაიმერმა” ვერ მოახერხა. სტადიონზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, მოწვეული სტუმრები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადის გასაშუქებლად სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელი ჩამოვიდა

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 რამდენიმე წუთის წინ სიმბოლურად 20:15 წუთზე გაიხსნა ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონისკენ დაიძრა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 რამდენიმე წუთის წინ სიმბოლურად 20:15 წუთზე გაიხსნა

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია რიონის მემონტაჟე- ოპერატორი სოსო მანანია გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიავიდეო – ხანძარი „თბილისი 2015“-ის გახსნის ცერემონიის ბოლოს