აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, პირდაპირი ეთერის დროს კორესპონდენტი და ოპერატორი ჩაცხრილეს.
24 წლის რეპორტიორი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უარდი ქალაქ მონტენში ინტერვიუს დროს მოკლეს – ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია WDBJ7-მ გაავრცელა.
პირდაპირი ეთერის დროს სროლის ხმები ისმოდა, რომლის მერეც რეპორტიორი და მისი ინტერვიუერი ქალი გაიქცნენ.
“ჩვენ მოტივი არ ვიცით, არც ეჭვმიტანილები გვყავს და არ ვიცით ვინ არის მკვლელი” – განაცხადა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ჯეფრი მარკსმა.
ტელეკომპოანიის ცნობით, ქალბატობი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდნენ, არ დაშავებულა.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 06.45 წთზე (10.45 გრინვიჩით) მოხდა, ქალაქის უდიდესი სავაჭრო ცენტრის Bridgewater Plaza-სთან.
პარკერის ინტერვიუს დაწყებისას 8 გასროლა გაისმა, რომელიც მერეც კამერა ჯერ გადაიხარა, შემდეგ მიწაზე დავარდა. ამასთანავე, ისმის ყვირილის ხმები.
“როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარკერი და უარდი დანიშნულები იყვნენ, მაგრამ არა ერთმანეთთან.
https://youtu.be/V09UpMWVUw4