აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ,,იმარატ კავკაზის,, ემირად წოდებული, დოკუ უმაროვის მემკვიდრე, რუსეთის მოქალაქე ალისხაბ კებეკოვი სანქციების სიაში შეიყვანა, როგორც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ალისხაბ კებეკოვი სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაზღვრა, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის გლობალური ტერორისტი და მისი და მასთან დაკავშირებულ ყველა პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. კებეკოვის თუ მასთან დაკავშირებული ყველა პირისა და ორგანიზაციის ანგარიში დაიბლოკება… მასთან კავშირი ეკრძალება აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს და ორგანოზაციას.
კებეკოვი მოხვდა აგრეთვე ალ-ქაიდას საწინააღმდეგო გაეროს სანქციების ქვეშაც… რაც ამ პიროვნების მიმართ იგივე ღონისძიების გატარებას ისახავს მიზნად, რაცაშშ-ს მხრიდან, ოღონდ ამჯერად გაეროს წევრი ყველა ქვეყნის მხრიდან.
ალისხაბ კებეკოვი, 2014 წლიდან, დოკუ უმაროვის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ,,კავკასიური იმარატის,, ლიდერია, და ის ღიად აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ალ-ქაიდას დაქვემდებარებაშია და ასრულებს მის ბრძანებებს.