აღმოსავლეთ უკრაინიდან ხსნის კომიტეტი ჯაშუშობის გამო დაითხოვეს

ხსნის არმია2თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკიდან ჯაშუშობის ბრალდებით ხსნის საერთაშორისო კომიტეტი (International Rescue Committee – IRC), რომელიც დონეცკში მუშაობდა, დაითხოვეს.
ბიბისის ჟურნალისტის ცნობით IRC-ის ოფისში ჩხრეკა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ადამიანებმა ჩაატარეს, რამდენიმე უცხოელი თანამშრომელი ჯერ დროებით დააკავეს, შემდეგ ავტობუსის მოსვლას დაელოდნენ და კიევში გაამგზავრეს.
ბიბისის ინფორმაციით, ჩხრეკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა, რომელმაც განაცხადა, რომ IRC-ის ოფისში დამალული იყო მოწყობილობა, რომელიც ფარული მოსმენებისთვის გამოყენება.
საერთაშორისო ხსნის კომიტეტის მისია კონფლიქტების შედეგედ დაზარალებული ადამიანების დახმარებაა.
კომიტეტს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
IRC-ის ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ედ მილიბენდის ძმაა.
ხსნის კომიტეტი 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიაუნგრეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ