,,აღმასკომის გადაწყვეტილება ყველანაირ ზღვარს სცილდება ჩემთვის”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი დღეს ზესტაფონს სტუმრობდა, სადაც მან ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ბაზა დაათვალიერა.
კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ სიტუაციაზე და ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ილია კოკაიას საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.
კობიაშვილის თქმით, აღმასკომის გადაწყვეტილება არაადეკვატურია. “აღმასკომის გადაწყვეტილება ყველანაირ ზღვარს სცილდება ჩემთვის. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ატარებენ. რასაც მე ვხედავ და ვიცი კოკაიამ ფეხბურთისთვის რა გააკეთა, მიჭირს რეალურად აღვიქვა ის, რომ ამ ადამიანს აეკრძალა მოღვაწეობა ფეხბურთში. გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიიღეს და ეს არაადეკვატურია. ეს აზიანებს ქართულ ფეხბურთს”, – განაცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში,,40 მილიონიანი ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი დოლარი იყიდა”
შემდეგი სტატიაCNN-ის ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო