აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მინისტრი გადააყენეს…?

2 დღეზე მეტია, რაც აფხაზები სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მინისტრის რაულ ლოლუასა და შსს-ს სოხუმის სამმართველოს უფროსის დიმიტრი დრაბის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განიხილავენ…
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური პირები კი უარს აცხადებენ ამ თემის შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოლუასა და დრაბის გადაყენების მიზეზად, სოხუმის შსს-ს თანამშრომლების სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრონლებთან ჩხუბი სახელდება, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

banner
წინა სტატიაში,,პოპულიზმი არ კლავს, მაგრამ აღარიბებს,, – მამუკა კუდავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს