არ დაალპოთ ციხეში ის ბავშვები, გუშინ რომ სტიქიას ებრძოდნენ!

არ დაალპოთ ციხეში ის ბავშვები, გუშინ რომ სტიქიას ებრძოდნენ!

არ დაალპოთ ციხეში ის ბავშვები, გუშინ რომ სტიქიას ებრძოდნენ!ფეისბუქმომხმარებელი გოჩა კელენჯერიძე საინტერესო განცხადებას ავრცელებს: „ახლახანს მაცნობეს, რომ საქართველოს პოლიციამ დააკავა სტუდენტთა ჯგუფი კანაფის მოხმარებისთვის. ამ სტუდენტებს არ აქვთ კრიმინალური წარსული და ისინი რამოდენიმე დღის წინ შიშველი ხელებით წმენდდნენ და ასუფთავებენ სტიქიისაგან წარღვნილ თბილისს, რის გამოც მივმართავ საქართველოს შს მინისტრს, პროკურატურას და პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაუშვან ამ ახალგაზრდების ციხეში შეყრა და მათი განადგურება! ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და აქ, ევროკავშირში არავის არ იჭერენ ნარკოტიკის მოხმარებისთვის. ვთხოვ ყველა კეთილი ნების ადამიანს და ჟურნალისტებს, რომ გაავრცელონ და მიაწვდინონ ეს განცხადება აღნიშნულ ადრესატებს, რადგან თუ არ მოხდება ამ ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, გარდა იმისა რომ საქართველო კვლავ დაამტკიცებს თავის არაევროპულ კურსს – თავად ახალგაზრდობა გამოუტანს განაჩენს იმ ხელისუფლებას, რომელიც დაუშვებს ამ ახალგაზრდების ცხოვრების ჩაკვლას წინა რეჟიმის წესით“.
„თაიმერთან“ საუბრისას კელენჯერიძემ განაცხადა რომ ის ვერ დაასახელებს დაკავებულების გვარებს, დაკავებულების მშობლების თხოვნით.

banner
წინა სტატიაშიმეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო
შემდეგი სტატიარუსული კინო-ომი… არა ,,ვარიას,,!