არჩილ ხაბაძე დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშია დაბარებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშია დაბარებული. ინიციატივა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს ეკუთვნით. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან ანგარშს ელოდებიან და შეკითხვები აქვთ ძირითადად სოციალურ თემებზე.
წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში მისვლას ამჯერადაც არ აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიიჩნევენ, რომ მიზეზი მათ კითხვებზე პასუხის არქონაა.
არჩილ ხაბაძე კი აცხადებს, რომ “საჭიროდ არ თვლის “ნაციონალური მოძრაობისა” და მედეა ვასაძის შოუში მიიღოს მონაწილეობა”.
“ქართულ ოცნების” წევრები კი აცხადებენ, რომ არჩილ ხაბაძე ანგარიშს აუცილებლად წარადგეს და ოპოზიციასაც უპასუხებს, თუმცა როდის ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს აგვისტოს თვის და იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს